გაკვეთილის გეგმა


სამოდელო გაკვეთილის გეგმა





მასწავლებლის სახელი, გვარი,: გიზო მუშკუდიანი

საგანი: ბუნება

სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, მეექვე კლასი;

მოსწავლეთა რაოდენობა15 მოსწავლე;



გაკვეთილის თემა: ელექტრომაგნიტური მოვლენები;



გაკვეთილის მიზანი:

  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოუყალიბდეს მაგნიტური ველზე და მის თვისებებზე წარმოდგენა,
  • დაამყაროს კავშირი მაგნიტურ ველსა და ელექტრულ დენს შორის
  • განუვითარდეს უნარი: თავისუფალი აზროვნება, ანალიზის, მონაცემთა შედარების, ალგორითმების აგების, დასკვნების გაკეთების.
  • ჩამოუყალიბდეს: სამყაროს შემეცნების უნარი, ჯგუფში და წყვილში მუშაობის უნარი, იცოდინებათ ინტელექტუალური მუშაობის ფასი, ნამუშევრის წარდგენა, პრეზენტაცია კლასის წინაშე,






აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს და კრიტერიუმებს.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
PP პრეზენტაცია, 1 და 2 სლაიდი.
3 წთ
2.
A ფაზა- გამოწვევა
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: 1. რა არის ელექტრო დენი? 2.  რა არის დენის გადამტანი?  3. დენის არსებობას როგორ დავადგენთ? 4. დენის რა მოქმედებაა თქვენთვის ცნობილი?
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და მსჯელობენ,
გონებრივი იერიში
მთელ კლასთან
PP პრეზენტაცია
5 წუთი
3
B ფაზაცოდნის კონსტრუირება
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დიდ დანიელ მეცნიერს ერსტედს, და უყვება რომ ისინი გაიმეორებენ მეცნიერის ჩატარებულ ერთ-ერთ ცდას. (სლაიდი 3) მასწავლებელი ატარებს ცდას და ეკითხება მოსწავლეებს: რატომ შებრუნდა ისარი? რა არის მაგნიტური ველი? (სლაიდი 4). ესაუბრება მათ ამ აღმოჩენის  მნიშვნელობაზე, ( სლაიდი 5)
მასწავლებელი ხსნის მაგნიტის თვისებებს (სლაიდი 6) ატარებენ ექსპერიმენტს მაგნიტის მიახლოებით სხვადასხვა ნივთებზე, ასევე ერთ მაგნიტს მეორესთან (სლაიდი7,8,9,10)
შემდეგი სლაიდებით მასწავლებელი უხსნის თუ როგორ წარმოიქმნება ელექტროდენი მაგნიტის მოქმედებით (სლაიდი 11,12,13,14,15)
მინი-ლექცია
მთელ კლასთან
PP პრეზენტაცია, სახელმძღვანელო,
3 წუთი
.
მასწავლებელი გათვლის მეთოდით.  ბავშვებს ყოფს 3 ჯგუფად.
 პირველ და მეორე ჯგუფს სამუშაოდ აქვს კომპიუტერი ინტერნეტით, რომლებიც შესაბამისად მოიძიებენ ინფორმაციას ტექსტურ და ვიდეოს მაგნიტური ველის პრაქტიკულ გამოყენებაზე, ხოლო მესამე ჯგუფი ადგილზე ჩაატარებს ცდას მაგნიტის  გამოყენებით. (იხ. დანართი) მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებებს, გაანალიზონ მოპოვებული ინფორმაცია მაგნიტურ ველზე, ის  აკვირდება ჯგუფებს და ჯგუფში მომუშავე თითოეულ მოსწავლეს, საჭიროების შემთხევვაში ეხმარება მათ.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
  კომპიუტერები, პროექტორი
მაგნიტი, სპილენძის მავთულის კოჭა
15  წუთი
4.
ჯგუფები აკეტებენ პრეზენტაციას, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევარს, სადაც ასახულია მაგნიტური ველის პრაქტიკული გამოყენების ნიმუშები, მოსწავლეები ინტერესის მიხედვით, თემის ფარგლებში სვამენ შეკითხვებს.
პრეზენტაცი, კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
პროექტორი, დასარიგებელი მასალა. ფლიპჩარტი, მარკერები.
12 წუთი
5.
C ფაზა-რეფლექსია
გაკვეთილის შეჯამებისის მიზნით მასწავლებელი იყეებს მეთოდს - 3,2,1. მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ: სამი რაც ყველაზე საინტერესო იყო, ორი რაც ახალი იყო და ერთი რაზეც მეტი უნდათ, რომ იცოდნენ. მასწავლებელი ავსებს 3,2,1 ცხრილს მოსწავლეების პასუხების მიხედვით. ხდება მსჯელობა და დასკვნების გამოტანა.
მეთოდი - 3,2,1
მთელი კლასი
ფლიპჩარტი, მარკერები
3 წუთი
6.
მოსწავლეების შეფასება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
ასევე
მათი ცოდნის დონე, ახალი მასალის გაგებისა და ციფრული რესურსის შექმნა ფასდება განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

საშინაო დავალება
მასწავლებელი აძლევს დავალებას მოსწავლეებს, სახელმძღვანელოდან, სავარჯიშოებზე გასცენ ზეპირი პასუხები
შეფასება
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა;

4  წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.II.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მაგნიტის მოქმედების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ატარებს მარტივ ცდებს მაგნიტის საშუალებით და სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;
·         ატარებს მარტივ ცდებს ორი მაგნიტის გამოყენებით და გამოაქვს დასკვნა მაგნიტების პოლუსების ურთიერთქმედების შესახებ;
·         ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან: მაგნიტური დაფა, ჩანთის საკეტი, მაცივარზე დასამაგრებელი ფიგურები და ..;
·         იყენებს მაგნიტს მარტივი პრობლემის გადასაჭრელად (მაგ., რკინის და სხვა მასალისგან დამზადებული სხეულების გროვიდან რკინის სხეულების გამოსაცალკევებლად ან/და    სამაგიდო თამაშის  შესაქმნელად).



შეფასების კრიტერიუმები: 


ავტორი:                          გიზო მუშკუდიანი

                                                                                                                       9 აპრილი 2018 წელი

No comments:

Post a Comment