განახლდა ტრენინგები ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
კურსი მოიცავს 32 საათს - 8 დღე. მეცადინეობის ხანგრძლოვობა 4 საათი
პედაგოგთა შეფასება ხდება შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა) მიხედვით, რომელიც ატვირთული უნდა იყოს მონაწილის პირად ბლოგზე. მონაწილე მასწავლებელი უნდა დაესწროს მინიმუმ 28 საათს
პედაგოგის მიერ (სრულყოფილად) შექმნილი, ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიოს გამოქვეყნების შემდეგ ის მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.
ამ ტრენინგით მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტ ქულას
კურსი მოიცავს 32 საათს - 8 დღე. მეცადინეობის ხანგრძლოვობა 4 საათი
პედაგოგთა შეფასება ხდება შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა) მიხედვით, რომელიც ატვირთული უნდა იყოს მონაწილის პირად ბლოგზე. მონაწილე მასწავლებელი უნდა დაესწროს მინიმუმ 28 საათს
პედაგოგის მიერ (სრულყოფილად) შექმნილი, ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიოს გამოქვეყნების შემდეგ ის მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.
ამ ტრენინგით მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტ ქულას
კურსის მნიშვნელობა:საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციულიტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმისგზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლისპროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერსაგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგკურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესშიისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიულისტანდარტების შესაბამისად.
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია,სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები. .
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდაგააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტისმოხმარება.
კურსის შედეგები: კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1) გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურმიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში; 2) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის(გაკვეთილი , თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4) შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5) შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლოციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი,და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (ბლოგი, და სხვა)